Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » სასმელები

გროგი - მეზღვაურთა ალკოჰოლური სასმელი / grogi - mezgvaurta alkoholuri sasmeli
2014-02-26, 3:40 PM
www.auf.ge -

1/2 ლიტრ წყალში ვადუღებთ ბაჰარის 2-3 მარცვალს,
6-8 მარცვალ შავ პილპილს,
10 ცალ მიხაკ–დარიჩინის ნატეხს,
ცოტა ლიმნის ქერქს, ამავე ლიმნის წვენს და 1/2 კგ. შაქარს.

ადუღების შემდეგ, ვამატებთ 3 ლიტრ თეთრ ღვინოს, 1 ლიტრ კონიაკს და ისევ ვადუღებთ, მაგრამ დაკვირვებით, რომ სულ არ დაშრეს. შემდეგ, ქვაბს ვდგამთ მაგიდაზე, თავსახურს წამოვხდით, ამოვარდნილ ორთქლს ცეცხლს წავუკიდებთ და თავსახურს მაშინვე დავახურავთ. ამ პროცედურის შედეგ, გროგი უკვე მზადაა. მიირთვით ცხლად. საუკეთესო საშუალებაა გაციებისთვის.
_______________________

თუკი გროგის წარმოშობას ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს მაცოცხლებელი სასმელი პირველად მეზღვურებმა მოამზადეს. დაახლოებით, მე–18–ე საუკუნეში, ერთ–ერთ ყაირათიან ადმირალს უბრძანებია: ნამეტან ბევრ რომს ვხარჯავთ ამ მეზღვაურებზე და რაიმე ისეთი მოიფიქრეთ, რომიც ცოტა დაიხარჯოს და არც მეზღვაურებს მოაკლდეთ ალკოჰოლიო. კრეატიული და მრავლისმნახველი მეზღვაურის თავში კი, მოგეხსენებათ, ბევრი საინტერესო იდეა შეიძლება გაჩნდეს.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: სასმელები | დაამატა: InterestingSite | ტეგები: sasmelebi, sasmeli, ალკოჰოლი, alkoholi, grogi, mezgvauri, სასმელი, გროგი, მეზღვაური, სასმელები ნანახია: 1709 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]