Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » სასმელები

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კაპუჩინო ყავის აპარატის გარეშე? / rogor movamzadot gemrieli kapuchino kavis aparatis gareshe
2019-02-14, 3:09 AM
www.auf.ge -

ვისაც კაპუჩინო უყვარს და ყავის აპარატი არა აქვს, მისთვის კარგი ამბავი გვაქვს, ახლა თქვენს საყვარელ სასმელს მარტივად მოამზადებთ.
კაპუჩინოსთვის სოიის ან უცხიმო რძე არ გამოგადგებათ. რძე უნდა იყოს ნატურალური, ცხიმიანი. ერთი პორცია კაპუჩინოსთვის 120 მლ რძე დაგჭირდებათ.

პირველი ნაბიჯი

შეათბეთ რძე (გაზზე ან მიკროტალღურ ღუმელში), გადაიტანეთ ბლენდერის ჭურჭელში.
ბლენდერით ათქვიფეთ რძე დაბალ სიჩქარეზე 1 წუთის განმავლობაში.
მაღალი ქაფი რომ გამოგივიდეთ, ბლენდერი რძის ზედაპირზე გეჭიროთ, რომ სითხე ჰაერით გაჯერდეს.

მეორე ნაბიჯი

ხარისხიანი კაპუჩინოსთვის ესპრესოს ან მოკოს ხარისხიანი ყავა უნდა შეარჩიოთ. შეავსეთ
ჭიქა 1/3-ით მზა ყავით, არაუგვიანეს 10 წამის განმავლობაში შეავსეთ ათქვეფილი ნაღებით.

მესამე ნაბიჯი

კაპუჩინოს ზედაპირი შეგიძლიათ კაკაოს ფხვნილით, გახეხილი შოკოლადით, დარიჩინით და თხილით ან საყვარელი სიროფით მორთოთ. ნახატისთვის კი წინასწარ უნდა მოამზადოთ ტრაფარეტი და ხის ჩხირი.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: სასმელები | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: coffee, Cappuccino, Cappuccino vanille, კაპუჩინო, kapuchino, yava, sasmeli, როგორ, kava, rogor, kavis aparati, ყავა, yavis aparati, სასმელი, Cappuccino karamell, Cappuccino viennese style, Cappuccino weniger süß im geschmack, sasmelebi, სასმელები, როგორ მოვამზადოთ, rogor movamzadot, ყავის აპარატი ნანახია: 1112 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]