Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო ყვავილი ქიშმიშითა და ცუკატებით / saagdgomo yvavili qishmishita da cukatebit
2014-04-18, 0:22 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომი:
რძე - 1 ჭიქა
ფქვილი - 4-5 ჩაის ჭიქა
საფუარი - 2 ს.კ.
შაქარი 2/3 ჭიქა
კვერცხი - 2
კარაქი - 100 გრ

გულსართი:
ქიშმიში და ცუკატები - 100 გრ
შაქარი - 1/4 ჭ
კარაქი - 2 ს.კ.
მინანქარი:
შაქრის პუდრა - 2 ს.კ.
ფორთოხლის წვენი - 1-2 ჩ.კ.

მომზადების წესი:
მოამზადეთ ცომი: თბილ რძეში გახსენით საფუარი, 1 კოვზი შაქარი და იმდენი ფქვილი, რომ ოლადების ცომის სისქის ცომი მიიღოთ. დადგით სითბოში 1-1.5 საათი, სანამ კარგად არ აფუვდება.
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, გაადნეთ და გააგრილეტ კარაქი. ჩაამატეთ ეს ყველაფერი საფუვრიან მასას და შეურიეთ დარჩენილი ფქვილი. მოზილეთ კარგად, სანამ არ გახდება ელასტიური, გლუვი, მკვრივი. ხელს არ უნდა ეკვროდეს. დავდგათ ხელახლა ასაფუებლად.

ქიშმიში გარეცხეთ და გააშრეთ.
ცუკატები თუ დიდი ზომისაა, დაჭერით.
კარაქი გაადნეთ.

ცომი გააბრტყელეთ ნახევარ სანტიმეტრის სისქეზე. გადაუსვით გამდნარი კარაქი. მოაყარეთ ცუკატები და შაქარი. გადაახვიეთ რულეტივით. მიეცით რგოლის ფორმა, გადაიტანეთ ღუმელის ტაფაზე. გარშემო გაუკეთეთ ჭრილები მაკრატლით ან დანით. დადგით 20 წუთი ასაფუებლად, შემდეგ გადაუსვით კვერცხის გული. აცხეთ 190 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთი

გაციების შემდეგ მოასხით მინანქარი : ერთმანეთში არეული ფორთოხლის წვენი და შაქრის პუდრა.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: saagdgomo, qishmishi, ქიშმიში, ყვავილი, kvavili, cukatebi, სააღდგომო, kulinaria mzareuli receptebi, ცუკატები, yvavili ნანახია: 1510 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]