Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო ფუნთუშები / saagdgomo funtushebi
2013-05-13, 10:56 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომის ხაშისთვის
100 მლ თბილი რძე,
100 მლ კეფირი,
2 ს.კ მშრალი საფუარი,
1 ს.კ. შაქარი,
140 გ ფქვილი.

ცომისათვის
100 გ შაქარი,
2 კვერცხი,
50 გ კარაქი,
2 ჩ.კ. ლიმონის ცედრა,
3 ს.კ. რძე,
150 გ ქიშმიში,
1/3 ჩ.კ. მარილი.

პასტისათვის
1 ს.კ. შაქარი,
3 ს.კ. ფქვილი,
60 მლ რძე,
0.5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი,
კვერცხის გული.

მომზადების წესი:
ცომის ხაშის ინგრედიენტები შევურიოთ, დავდგათ თბილ ადგილას და როცა ამოვა, დავუმატოთ შაქარი, კარაქი, რძე, გათქვეფილი კვერცხი, მარილი, ლიმონის ცედრა, ფქვილი და მოვზილოთ ცომი. როცა ამოვა, დავუმატოთ ქიშმიში, ფორმას წავუსვათ ცხიმი, გავაკეთოთ გუნდები და დავაწყოთ ფორმაზე ასაფუებლად. ამასობაში მოვამზადოთ პასტა. შაქარი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარაქი ავურიოთ. ფუნთუშებს წავუსვათ კვერცხის გული, საკონდიტრო ტომრის საშუალებით პასტის მასით ფუნთუშებს ზემოდან ჯვრები გამოვსახოთ და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოსაცხობად 30 წუთით, ვიდრე არ დაიბრაწება.






გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: სააღდგომო ფუნთუშები, tkbileuli, saagdgomo, ნამცხვრები, ნამცხვარი, saagdgomo funtushebi, ტკბილეული, funtushebi, fqvileuli, funtusha ნანახია: 1877 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]