Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პოლონური სააღდგომო " კულიჩი " ნაღებით / polonuri saaghdgomo " kulichi " naghebit
2018-04-02, 4:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 500 გ
მარგარინი - 100 გ
შაქარი - 0,75 ჭიქა
ლიმონის წვენი - 4-5 ს/კ
შტოშის ჩირი - 50 გ
ფერადი ცუკატები - 25 გ
საფუარი - 12 გ
კვერცხის გული - 4 ცალი
ნაღები - 1,5 ჭიქა
ნიგოზი - 100 გ
ქიშმიში - 50 გ

მომზადების წესი:
ჩაცერით ფქვილი ღრმა ჯამში, დაუმატეთ საფუარი და 1 ს/კ შაქარი. აურიეთ.
ქვაბში გააცხელეთ ნაღები, დაუმატეთ მარგარინი, დარჩენილი შაქარი და ლიმონის წვენი. აურიეთ.
ფქვილის მასას დაუმატეთ ჯერ კვერცხის გულები, შემდეგ კი თბილი, მაგრამ არა ცხელი ნაღების მასა. კარგად აურიეთ ხის ჩოგნით.
დაუმატეთ ნიგოზი, შტოში, ცუკატები, სხვა სასურველი ჩირები და კვლავ კარგად აურიეთ. გადააფარეთ მშრალი ჩაის ტილო და გააჩერეთ 1-2 საათით.
როცა ცომის მასა მოცულობაში გაორმაგდება, გაანაწილეთ ცხიმწასმულ ფორმებში და გააჩერეთ კიდევ 1 საათით.
აცხვეთ დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.
როცა გამომცხვარი კულიჩები გაგრილდება ამოიღეთ ფორმებიდან (თუ რა თქმა უნდა, არ იყენებთ სპეციალურ ქაღალდის ფორმას), მოასხით მინანქარი და მორთეთ თხილებით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: aghdgoma, paska, აღდგომა, კულიჩი, კულინარია kulinaria, სააღდგომო, saagdgomo, saaghdgomo, პასკა, kulichi ნანახია: 915 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]