Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო ექსპრეს - კულიჩი იულია ვისოცკაიას რეცეპტით / saaghdgomo express - kulichi iulia visockayas receptit
2018-04-07, 4:01 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:

ცომი:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 1 ჭიქა
თბილი რძე - 1 ჭიქა
საფუარი ნედლი - 50 გ
კარაქი - 200 გ
მწიკვი ვანილი
ფქვილი - 3 ჭიქა
ქიშმიში - 1 ჭიქა

მინანქარი:
კვერცხის ცილა - 2 ცალი
შაქარი - 100 გ
ლიმონის წვენი - 1/2 ჩ/კ

მომზადების წესი:
წინა საღამოს ჯამში (ოღონდ არა ალუმინის, რადგან მასას აამჟავებს) მოათავსეთ დაჭრილი ნედლი საფუარი, 1 ჭიქა თბილი რძე, ოთახის ტემპერატურის დაჭრილი კარაქი, კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, წინასწარ მდუღარეგადავლებული და გაწურული ქიშმიში, აურიეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ მთელი ღამით.
დილით დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
წაუსვით ზეთი პასკის ფორმებს და აავსეთ ფორმა მიღებული მასის ½-ით . ქაღალდის ფორმებს ზეთის წასმა არ დაჭირდება. გააჩერეთ, სანამ მასა არ გაორმაგდება.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ მშრალი ამოვიდა - პასკა მზად არის!
მოამზადეთ მინანქარი:
ათქვიფეთ ცივი კვერცხის ცილა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 100 გ შაქარი, ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე. წაუსვით კულიჩებს და მორთეთ საკონდიტრო მოსართავებით თქვენი ფანტაზიით.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: kulichi, julia visockaya, paska, სააღდგომო პასკა, iulia visockaia, saaghdgomo paska, კულიჩი, paskebi, yulia visockaya, express kulichi ნანახია: 867 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]