Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სააღდგომო კექსი მაიკო ნავროზაშვილის რეცეპტით / saaghdgomo keqsi maiko navrozashvilis receptit
2018-04-11, 12:58 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
5 კვერცხი
500 გრ. ფქვილი
30 გრ. გამაფხვიერებელი
1 ჩაის კოვზი სოდა
500 გრ. მაწონი
1 ჩაის კოვზი მუსკატი
1 ჩაის კოვზი დარიჩინი
1 ჩაის კოვზი მიხაკი
350 გრ. ნიგოზი
350 გრ. კარაქი
350 გრ. შაქარი

მომზადების წესი:
შევურიოთ გატარებული ნიგოზი, ფქვილი, შაქარი და სუნელები. ცალკე მაწონში შევურიოთ გამაფხვიერებელი და ჩავამატოთ ათქვეფილი კვერცხის მასას, შემდეგ კი დავამატოთ უკვე შერეული მშრალი ინგრედიენტები. ყველაფერი კარგად ავურიოთ, სანამ ერთგვაროვანი არ გახდება.

ვასხავთ ცომს სასურველ ფრომაში ისე, რომ შეივსოს ფორმის 3/4. სავსე ფორმები მოვათავსოთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 45 წუთით. გამოცხობის პროცესში შესაძლებელია ჩხირით შემოწმება, თუ ჩხირი ამოვიდა მშრალად ცომის გარეშე, ესეიგი კექსი მზად არის.

გემრიელად მიირთვით. მომზადებული კექსი კარგად ინახება 3-4 დღის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: saaghdgomo saagdgomo, კექსები, პასკა, სააღდგომო, paskebi, პასკები, keqsebi, კექსი, keqsi, paska ნანახია: 782 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]