Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გაილამაზეთ დღესასწაული ამ უგემრიელესი კექსით / gailamazet dgesaswauli am ugemrielesi keqsit
2017-09-17, 12:31 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრ. კარაქი
4 კვერცხი
150 გრ. ყავისფერი შაქარი
300 გრ. ფქვილი
250 გრ. შავი რომი
5 გრ. გამაფხვიერებელი
200 გრ. ქიშმიში
100 გრ. დაშაქრული ალუბალი
200 გრ. ცუკატების ასორტი

მომზადების წესი:
გარეცხეთ ქიშმიში, ჩაყარეთ ღრმა ჯამში, დაასხით 150 მლ. რომი და გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში. გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსამდე. ათქვიფეთ კარაქი და ყავისფერი შაქარი 5 წუთის განმავლობაში, სათითაოდ დაამატეთ კვერცხი და თქვიფეთ კიდევ 2 წუთი.
გაცერით ფქვილი, გამაფხვიერებელი დაამატეთ ცომში და კარგად ამოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქიშმიში გადმოიღეთ საწურზე. ცომს დაამატეთ ყველა ჩირი. აურიეთ ნიჩბით ქვემოდან ზემოთ, მსუბუქად ამოსწიეთ ცომი და გადმოიტანეთ ფორმაში. თუ სილიკონის ფორმაა, რაიმეს მოყრა ან ცხიმის წასმა არ არის საჭირო. მაგრამ, თუ მინის ან მეტალის ფორმაა, წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
ღუმელში ტემპერატურა დაიყვანეთ 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ კექსი 1 საათისა და 10 წუთის განმავლობაში. თუ შეამჩნევთ, რომ ზედაპირი ზედმეტად დაიბრაწა, დააფარეთ ფოლგა. ღუმელიდან გამოიღეთ გამომცხვარი კექსი, დატოვეთ 5 წუთით, გადმოიღეთ ცხაურაზე და დანამეთ დარჩენილი რომით. გააცივეთ.
გაცივებული კექსი მორთეთ შაქრის პუდრით და ალუბლით. კექსი შეახვიეთ საკვებ პარკში ან შეინახეთ ჰერმეტულად დახურულ კონტეინერში 4 დღის განმავლობაში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: fqvili, keqsi, karaqi, შავი რომი, დღესასწაული, კექსი, სადღესასწაულო, shavi romi, sadgesaswaulo, dgesaswauli ნანახია: 1122 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]