მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ლიმონისა და მოცვის კექსი / limonisa da mocvis keqsi
2017-08-12, 6:15 PM |
შემადგენლობა:
300 გრ. ფქვილი
10 გრ. გამაფხვიერებელი
70 გრ. კრემ ყველი
90 მლ. რძე
270 გრ. შაქარი
3 კვერცხი
3 ლიმონი
170 გრ. კარაქი
მოცვი
მომზადების წესი:
აურიეთ ერთმანეთში ფქვილი და გამაფხვიერებელი. ათქვიფეთ კრემ ყველი და რძე.
ცალკე ათქვიფეთ შაქარი და სამი ლიმონის ცედრა. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და არ შეწყვიტოთ თქვეფა. გაყავით ფქვილის მასა და ყველის მასა ორ თანაბარ ნაწილად. დაამატეთ თითო-თითო ნაწილი და გააგრძელეთ თქვეფა. უნდა მიიღოთ გლუვი ცომი. ბოლოს, დაამატეთ მოცვი.
გაამზადეთ საცხობი ჭურჭელი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 40-60 წუთის განმავლობაში. შემოახვიეთ გამომცხვარ კექსს გრინი და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით მეორე დღეს.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |