Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კექსი ყვავილოვანი კომბოსტოსგან, ზეთის ხილისგან და პომიდორისგან / keqsi yvavilovani kombostosgan, zetis xilisgan da pomidorisgan
2017-06-15, 10:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ყვავილოვანი კომბოსტო 500 გ
პომიდორი 100 გ
ზეთის ხილი (კურკების გარეშე) 100 გ
ნუში 100 გ
ზეითუნის ზეთი 20 მლ
კვერცხი 6 ც.
ოხრახუში
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ორთქლზე მოამზადეთ, დაახლოებით 10 წთ. გააგრილეთ.
დაფქვით ნუში ბლენდერში, შეურიეთ ფქვილს. დაჭერით ზეთის ხილი, პომიდორი - პატარა კუბებად. დაჭერით ოხრახუში წვრილად.

მომზადებული კომბოსტოს ნახევარი მოათავსეთ საცხობ ფორმაში (კექსის), ზემოდან დაადეთ პომიდორი და ზეთის ხილი. შემდეგ, დაადეთ დარჩენილი კომბოსტო და კვლავ - პომიდორი და ზეთის ხილი. ბოლოს მოაყარეთ ოხრახუში.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი ზეითუნის ზეთთან ერთად და ჩაასხით ფორმაში. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

კექსს მოაყარეთ ნუში და აცხვეთ 180С -ზე, დაახლოებით 45 წთ.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: რეცეპტი, მზარეული, კულინარია, keqsi, mzareuli, recepti, kulinaria, რეცეპტები, receptebi, კექსი ნანახია: 1028 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]