Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კლასიკური ვანილის კექსი თეთრი მინანქრით / klasikuri vanilis keqsi tetri minanqarit
2018-05-12, 5:50 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ფქვილი - 350 გ
სიმინდის სახამებელი - 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
მარილი - 1/4 ჩ/კ
კარაქი - 250 გ
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - 3 ცალი
ვანილინი - 1 ჩ/კ
ნუშის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
რძე - 1 ჭიქა
თეთრი მინანქარი:
შაქრის პუდრა - 2 ჭიქა
რძე - 1/2 ჭიქა
ვანილინი - 1 ჩ/კ
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
თავდაპირველად მოამზადეთ მშრალი მასა: ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, სიმინდის სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი - ყველაფერი აურიეთ და გადადეთ გვერდზე.
მეორე ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი, დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაუმატეთ კვერცხი, კვლავ ათქვიფეთ, შემდეგ დაუმატეთ ვანილი და ნუშის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ და ჩაასხით რძე, ათქვიფეთ და შეურიეთ ფქვილის მასა. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.
ფორმას წაუსვით ცხიმი ან შეასხით საკონდიტრო სპრეი, გადაიტანეთ ფორმაში ცომი და აცხვეთ 180 გრადუსზე 55 წუთის განმავლობაში.
მოამზადეთ თეთრი მინანქარი: შაქრის პუდრას დაასხით რძე, დაუმატეთ ვანილინი და მწიკვი მარილი, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გამომცხვარი კექსი გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში და მოასხით თეთრი მინანქარი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: klasikuri recepti, kverckhi, კვერცხი, კექსი, კლასიკური რეცეპტი, vanili, ვანილი, rdze, keqsi, რძე ნანახია: 1255 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]