Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილის სამარხვო ღვეზელები / kartofilis samarkhvo ghvezelebi
2018-03-18, 6:08 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
მზა საფუვრიანი ცომი - 500 გ
კარტოფილი - 6 ცალი
ხახვი - 2 თავი
ზეთი - 3 ს/კ
სასურველი სანელებლები
მარილი და პილპილი
შავი ჩაის ნაყენი - 1 ჩ/კ

მომზადების წესი:
თუ ცომი გაყინულია, წინასწარ გაალღვეთ და გააჩერეთ ცოტა ხანს, რომ ამოფუვდეს.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში, შემდეგ გადაავლეთ ცივი წყალი. გააცივეთ და გაფცქვენით. შემდეგ კი გახეხეთ.
ხახვი გაფცქვენით, დაჭერით პატარა კუბიკებად და მოხრაკეთ ზეთში. დაუმატეთ სასურველი სანელებლები და დაუმატეთ გახეხილ კარტოფილს. შემდეგ დაუმატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.
დააყენეთ მაგარი ჩაი. გაწურეთ. ეს დაგჭირდებათ ღვეზელებზე წასასმელად (თუ სამარხვოს არ აცხობთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი ან კარაქი).
გაყავით ცომი 12 ნაწილად. თითოეული გააბრყელეთ და გულში ჩაუდეთ კარტოფილის მასა. მოუკარით კიდეები. დაალაგეთ ღვეზელები გამოსაცხობ ფირფიტაზე, წაუსვით ჩაის ფერი, მოათავსეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ghvezelebi, kartofilis gvezeli, სამარხვო ღვეზელი, samarxvo gvezeli, ღვეზელები, samarkhvo ghvezeli, gvezelebi, kartofilis ghvezeli, კარტოფილის ღვეზელი ნანახია: 802 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]