მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
მარწყვის ტორტი - გემრიელი და მარტივი დესერტი / martskvis torti - gemrieli da martivi deserti
2018-06-09, 2:34 PM |
შემადგენლობა:
1 ლ. ნაღები
150 მლ. კონიაკი.
1,5 კგ. მარწყვი.
140 გ. კარაქი.
5 ც. კვერცხის ცილა.
375 გ. შაქრის ფხვნილი.
0,5 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი
175 გ. ნუში.
70 გ. ფქვილი.
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ბლენდერში აურიეთ ნუში და ფქვილი. ცალკე გაადნეთ 125 გ. კარაქი. ათქვიფეთ ცილა მარილთან ერთად, დაუმატეთ 125 გ. შაქრის ფხვნილი. თქვიფეთ მანამ, სანამ მასა არ იქცევა სქელ ქაფად, შემდეგ კი დაუმატეთ ფქვილი. მიღებულ მასას დაუმატეთ დამდნარი კარაქი. მოაყარეთ ფქვილი და კიდევ 100 გ. შაქრის ფხვნილი და კარგად ამოურიეთ.
2. პერგამენტის ქაღალდი დაჭერით 30 სმ. დიამეტრის 3 წრედ. წაუსვით მათ დარჩენილი კარაქი და მოათავსეთ საცხობ ტაფაზე. ცომი ძალიან თხელ ფენად წაუსვით ქაღალდზე. გამოაცხვეთ 150 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის მანძილზე. მზა ფენები მოაშორეთ ქაღალდს.
3. ათქვიფეთ 100 გ. შაქრის პუდრი ნაღებთან (33%-იანი) ერთად. დაუმატეთ კონიაკი ან ვანილის ექსტრაქტი და კარგათ ამოურიეთ. მარწყვი დაჭერით 4 გრძელ ნაწილად. ააწყვეთ ტორტი: თითოეულ ფენას წაუსვით ათქვეფილი ნაღები და მოაწყვეთ დაჭრილი მარწყვი. ბოლო ფენაზე მარწყვები ვერტიკალურად განალაგეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |