Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საზამთროსა და ნესვის შესანიშნავი დესერტი პიტნისა და ვანილის სიროფით / sazamtrosa da nesvis shesanishnavi deserti pitnisa da vanilis sirofit
2017-08-21, 2:45 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1⁄2 ჭიქა წყალი
1 ჭიქა შაქარი
3 1⁄2 ჭიქა საზამთროს ბურთულები
3 1⁄2 ჭიქა ნესვის ბურთულები
1⁄2 ჭიქა პიტნის ფოთლები
1⁄4 ჭიქა ლიმონის წვენი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:
დაიწყეთ სიროფის მომზადებით: საშუალო ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ შაქარი და წყალი. ადუღეთ დაბალ ტემპერაურაზე და ურიეთ შაქრის გადნობამდე, დაახლოებით 2 წუთით. სითხე ცოტათი შესქელდება და გამჭვირვალე გახდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
ბურთლების საჭრელი მრგვალი კოვზით 3 1/2 ჭიქა საზამთროსა და 3 1/2 ჭიქა ნესვის ბურთულები ამოჭერით. მოათავსეთ დიდ თასში და გადადგით. თუ ბურთულების საჭრელი არ გაქვთ, ხილი შეგიძლიათ, კუბიკებად დაჭრათ.
როცა სიროფი გაგრილდება, ¼ ჭიქა სიროფი, პიტნა, ლიმონის წვენი და ვანილი ბლენდერში პიტნის წვრილად დაქუცმაცებამდე თქვიფეთ.
მიღებული საკმაზი მოასხით ხილის ბურთულებს და კარგად აურიეთ.
მიირთვით მომზადებისთანავე, ან დააფარეთ და მირთმევამდე მაცივარში შედგით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: სალათი, ნესვი, deserti, დესერტი, სალათა, sazamtro, salata, საზამთრო, salati, nesvi ნანახია: 1055 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]