Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

დესერტი - ხაჭოს ტორტი მოცხარით ცხობის გარეშე / deserti - khachos torti mockharit ckhobis gareshe
2016-09-06, 5:49 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ხაჭო - 200 გ
ფხვიერი ნამცხვარი "პეჩენია" - 150-200 გ
კარაქი - 100 გ
არაჟანი - 100 გ
მაღალპროცენტიანი ნაღები - 100 გ
შაქარი - 1 ჭიქა
მოცხარი - 150-200 გ
ჟელატინი - 1 შეკვრა

მომზადების წესი:
ბლენდერით დააქუცმაცეთ ფხვიერი ნამცხვარი, შეურიეთ გამდნარი კარაქი და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფორმაში. კარგად ჩატკეპნეთ და შედგით მაცივარში.
უმჯობესია თუ ფორმა დასაშლელი იქნება.
ხაჭო ათქვიფეთ არაჟანთან და შაქართან ერთად.
გაფუებული ჟელატინი (1 ს/კ დაასხით 1 ჭიქა წყალი და გააჩერეთ 15-20 წუთი) ჩაასხით გაზზე შემთბარ ნაღებში.
დაუმატეთ ხაჭოს ნაღებისა და ჟელატინის მასა და დაბლენრედებული მოცხარი. ყველაფერი ერთად კარგად ათქვიფეთ.
მოასხით ფხვიერ ნამცხვარს და შედგით მთელი ღამით მაცივარში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: fkhvieri namckhvari pechenia, deserti, დესერტი, ტორტები ტორტი, mockhari, ხაჭო, მოცხარი, torti tortebi, ფხვიერი ნამცხვარი პეჩენია, khacho ნანახია: 1535 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]