Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ხაჭოერბოს რეცეპტი / gemrieli khachoerbos recepti
2017-09-17, 9:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
200 გრ. დამბალხაჭო
100 გრ. ერბო
15 გრ. ნიორი

მომზადების წესი:
ხაჭოერბო აუცილებლად სქელძირიან ქვაბში ან ტაფაზე უნდა მომზადდეს. მისი მთავარი ინგრედიენტია დამბალხაჭო, რომელსაც ფშავში აკეთებენ.
დამბალხაჭოს ობი შემოაცალეთ და წვრილად დაჭერით ან გახეხეთ. შემოდგით ტაფა ცეცხლზე და ჩაუშვით ერბო, რომ შეცხელდება ჩაყარეთ დამბალხაჭო და ცეცხლს დაუწიეთ. ხაჭომ დნობა უნდა დაიწყოს, მაგრამ ბოლომდე არ უნდა გადნეს, პატარ-პატარა ნაჭრები უნდა დარჩეს. გადმოდგით ცეცხლიდან და მიირთვით პურთან ერთად. გემრიელია ნიორთან ერთადაც, ფშავში ხილის არაყთან ერთად მიირთმევენ.
ხაჭოერბოს სერვირება ცოტა რთულია, რადგან სწრაფად ცივდება. ამიტომ, ჯობს პირდაპირ ლამაზი რკინის ან თუჯის ქვაბით დადგათ სუფრაზე, თუ ოჯახურ გარემოში ხართ. თუ მაინც ინდივიდუალურად გადაწყვეტთ სერვირებას, ჭურჭელი, რომელშიც აპირებთ მის გადატანას, აუცლებლად წინასწარ შეათბეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: khachoerbo, xachoerbo, xacho, dambalxacho, ხაჭო, დამბალხაჭო, dambalkhacho, ხაჭოერბო, khacho ნანახია: 1033 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]