მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გემრიელი დესერტი - მარწყვის პანა კოტა / gemrieli deserti - martskvis pana kota
2018-06-21, 11:55 PM |
შემადგენლობა:
5 გრ. ვანილი
150 გრ. ნაღები 33%
50 გრ. რძე
100 გრ. მარწყვი
40 გრ. შაქარი
15 გრ. ჟელატინი
მომზადების წესი:
გახსენით ჟელატინი 1 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში და დააყოვნეთ 30 წუთის განმავლობაში. მარყწვი გაწურეთ და აიღეთ მხოლოდ წვენი, თუ საჭიროა გადაწურეთ მარლაში (წვენი უნდა გამოვიდეს დაახლოვებით 25 გრ.)
ცალკე ჭურჭელში, ნელ ცეცხლზე დაადგით ნაღები, რძე, ვანილი, მარწყვის წვენი და დაამატეთ შაქარი. მოურიეთ იქამდე, სანამ შაქარი არ გაიხსნება. მიიყვანეთ ადუღებამდე. ჟელატინი გააცხელეთ და მოურიეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ შეურთდება წყალს და არ გასქელდება. დაუმატეთ ოდნავ შეციებულ ნაღებს და კიდევ ერთხელ მოურიეთ. ჩამოასხით ფორმებში და შედგით საყინულეში.
გაციებას დასჭირდება 30 წუთიდან 2 საათამდე.
მიირთვით ცივ მდგომარეობაში მარწყვთან ერთად.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |