Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კენკრის ჰაეროვანი დესერტი გაწურული მაწვნით / kenkris haerovani deserti gatsuruli matsvnit
2018-04-11, 7:39 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
500 მლ. მაწონი
120 გრ. შაქარი
ვანილის შაქარი ერთი ჩ/კ.
ლიმონის წვენი 1 ს/კ. ან ცედრა
400 მლ. ნაღები
მარწყვი, ჟოლო (ხილი რაც გაგიხარდებათ. კენკროვანი უხდება ყველაზე მეტად).


მომზადების წესი:
(1) მაწონი, შაქარი, ვანილის შაქარი და ლიმონის წვენი კარგად ავურიოთ ერთმანეთში.
(2) ნაღები ავთქვიფოთ შესქელებამდე, ოღონდ დიდხანს არა, თორემ შეგვრჩება კარაქი.
(3) ათქვეფილი ნაღები ფრთხილად, (მიქსერით არა, სპატულით ან კოვზით) შევურიოთ მაწვნის მომზადებულ მასას.
(4) ჩაის სუფთა ტილო გადავაფაროთ საწურს და ეს მომზადებული მასა დავასხათ ამ საწურზე. გავაჩეროთ მაცივარში 6-8 საათი, დაიწუროს. მთელი ღამეც შეიძლება.
(5) ბოლოს მორთეთ ხილით, მე მარწყვის სოუსიც მოვასხი.

მიირთვით გემრიელად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: matsoni, jolo, დესერტი deserti, KENKRA, marwyvi, jholo, martskvi, deserti, mawoni, marcyvi ნანახია: 935 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]