Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ხილის ყინული თქვენთვის და ბავშვებისთვის / khilis kinuli tqventvis da bavshvebistvis
2018-04-19, 4:37 AM
www.auf.ge -

ზაფხული არის ნაყინის სეზონი. კონდიციონერთან თუ ქუჩაში, ნაყინი და გაზიანი სასმელი ფაქტიურად სულ გჭირდება. ჰოდა ეს ყველაფერი კალორიებია და არც ისე ჯანსაღი.

სახლისთვის შეგიძლიათ ასეთი ალტერნატივა გააკეთოთ:

1. ყიდულობთ ხილს (ვაშლატამა, ნესვი, მარწყვი, კენკრა, რაც გნებავთ)
2. ყიდულობთ ერთჯერად ჭიქებს, ოღონდ პატარებს. თუ იპოვით, ხის ჯოხებსაც
3. აბლენდერებთ ხილს რაც შეიძლება კარგად, ერგვაროვან ფაფამდე
4. ამატებთ ძალიან ცოტა შაქარს (მაგალითად 6 ასეთ პატარა ჭიქაზე 3 ჩაის კოვზს) შეგიძლიათ ცოტა ვანილი და ლიმონის წვენიც დაამატოთ.
5. ასხამთ მასას ჭიქებში, ურჭობთ ჯოხებს ან კოვზებს და ყინავთ რამდენიმე საათით.

გამოდის “სატლეკი” ხილის ყინული / აგრილებს გადასარევად და გემრიელია. რაც მთავარია მცირედკალორიული და ჯანსაღი.

ყველაზე გემრიელია მარწყვი. სტრუქტურაც იდეალური აქვს გასაყინად.

მხოლოდ ნესვი გემრიელია, მაგრამ ცოტა წელვადი სტრუქტურა აქვს, ისევე, როგორც ბანანს.

ვაშლატამა და ცოტა ნესვი შევურიე, გამოდის გადასარევი.

(ამ ფოტოზე ფლიმარკტზე ნაყიდი ხილის ყინულებია გადაღებული – თუთის და მარწყვის)


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: nakini, nayini, khilis kinuli, KENKRA, marwyvi, banani, xilis yinuli, nesvi, tuta, vashlatama ნანახია: 944 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]