Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მასკარპონეს ნაყინი ხილითა და გრანოლათი / maskarpones nakini khilita da granolati
2017-06-18, 2:15 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
11⁄2 ჭიქა მოუხდელი რძე
21⁄4 ჭიქა შაქარი
11⁄2 ჩ/კ ჟელატინი (არომატის გარეშე)
1 ჭიქა მასკარპონე
1 ცალი ლიმონის გახეხილი ცედრა
11⁄2 ჭიქა შვრიის ფანტელი
2 ს/კ ფქვილი
1⁄4 ჩ/კ მარილი
1 ს/კ დარბილებული უმარილო კარაქი
2 ჩ/კ თაფლი
4 ცალი გარგარი
1 ჭიქა ჟოლო

მომზადების წესი:
1 პატარა ქვაბში აურიეთ რძე, ¼ ჭიქა შაქარი და ჟელატინი და დატოვეთ 5 წუთით. რძე საშუალო ტემპერატურაზე გაათბეთ, ურიეთ შაქრისა და ჟელატინის გადნობამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ მასკარპონე და ლიმონის ცედრა, თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ნაყინის მასა თასში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ ჩაასხით ნაყინის გასაკეთებელ მოწყობილობაში და ინსტრუქციის შესაბამისად დაამზადეთ. ნაყინი კონტეინერში გადაიტანეთ და გაყინეთ გამყარებამდე, სულ ცოტა 4 საათით.
2 გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. სამზარეულოს კომბაინში დააბლენდერეთ შვრია. მოათავსეთ თასში ფქვილთან და მარილთან ერთად, შემდეგ დაუმატეთ კარაქი და თაფლი. მიღებული ნაზავი თითებით აზილეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ პერგამენტი და მიღებული მასა ზედ გადაიტანეთ, აცხვეთ გადაბრაწვამდე, დაახლოებით 25 წუთით. საცხობი ლანგარი რკინის ცხაურზე გადმოდეთ, გრანოლა ბოლომდე გააცივეთ და პატარა ნაწილებად დატეხეთ.
3 პატარა ქვაბში აურიეთ დარჩენილი 2 ჭიქა შაქარი, 1 ჭიქა წყალი და აადუღეთ, ურიეთ შაქრის გადნობამდე. სიროფი საშუალო თასში მოათავსეთ, თითოეული გარგარი შუაზე გაყავით, კურკები გადაყარეთ და ნახევრები სიროფში ჩააწყვეთ. სიროფი ბოლომდე გააცივეთ – სულ მცირე 4 საათით ან მთელი ღამით.
4 მირთმევის წესი: შუაზე გაყოფილი ჟოლო 4 თეფშზე (თეფშები ცივი უნდა იყოს) ან ჯამში გადაანაწილეთ. თითოეული თეფშის ცენტრში დადეთ გარგარის 2 ნაჭერი (სიროფი შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ). მასკარპონეს ნაყინი კოვზით ხილის გვერდით გადაიტანეთ. მოაყარეთ გრანოლას ნაფხვენები და გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: ხილი, ნაყინი, nakini, nayini, მასკარპონე, გრანოლა, kulinaria mzareuli receptebi, კულინარია მზარეული რეცეპტები, marojni, მაროჟნი ნანახია: 935 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]