მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
გურული ღვეზელი - კვერცხიანი ხაჭაპური / guruli ghvezeli - kverckhiani khachapuri
2018-04-19, 4:31 AM |
შემადგენლობა:
სოდა – 1 ჩ/კ
მარილი – 1 ჩ/კ
შაქარი – ნახევარი ჩ/კ
მაწონი – 500 მლ
კვერცხი (წასასმელად) – 1 ცალი
ზეითუნის ან მზესუმზირისზეთი – 3 სკ
ფქვილი – 500 გრ
კვერცხი (მოხარშული) – 3 ცალი
ჭყინტი ყველი – ნახევარი თავი
მომზადების წესი:
აიღეთ დიდი ჯამი და ჩაყარეთ სოდა, მარილი შაქარი და მაწონი, კოვზით კარგად აურიეთ და დაამატეთ ათქვეფილი კვერცხი და ზეთი, კვლავ კარგად ურიეთ ორი-სამი წუთი და მიღებულ მასას ნელ-ნელა შეურიეთ ფქვილი. ცომი საკმაოდ ნაზი გამოდის, გადაზილეთ, გადაიტანეთ შესაფუთ პარკში და შეინახეთ მაცივარში 40-60 წუთის განმავლობაში. პარალელურად მოხარშეთ 3-4 კვერცხი და ხელით დასრისეთ ჭყინტი ყველი. ამ პორციიდან დაახლოებით 5-6 საშუალო ზომის გურული საშობაო ღვეზელი გამოგივათ.
ცომი პატარ-პატარა გუნდებად დაყავით, სათითაოდ გააბრტყელეთ, ამოავსეთ ყველით და მოხარშული კვერცხის ნაჭრით, გადაკეცეთ, ფუნჯით გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შესხით ღუმელში 200 გრადუსზე. 15-20 წუთში მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |