Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

პარფე ატმით, ჟოლოთი და შოკოლადით / parfe atmit, jholoti da shokoladit
2015-04-10, 11:15 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ატამი - 2 ცალი
ჟოლო - 300 გრ
შოკოლადი - 100 გრ
ნაღები 35% - 500 გრ
კვერცხის გული - 4
შაქარი - 100 გრ
ვანილი
ლიქიორი - 2-3 ს.კ.
ჟოლოს ჯემი - 270 გრ

მომზადების წესი:
ატამი 2-3 წუთით მდუღარე წყალში ჩაუშვით, შემდეგ კანი გააცალეთ. თუ კომპოტის ატამს გამოიყენებთ, ეს ეტაპი გამოტოვეთ. ატამი დაჭერით პატარა კუბებად.

კვერცხის გული შაქართან ერთად დადგით ორთქლის აბაზანაზე და ათქვიფეთ გათეთრებამდე. დაამატეთ ვანილი და კონიაკი. შემდეგ გადმოდგით ორთლის აბაზანიდან, ჩადეთ თასი ცივ წყლიან ჭურჭელში და განაგრძეთ თქვეფა სანამ არ გაცივდება.
ცალკე ათქვიფეთ ნაღები. მიღებულ კრემში შეურიეთ ჯერ კვერცხის მასა, შემდეგ ჯემი, ხილი, გახეხილი შოკოლადი.
ფორმას ჩააფინეთ ცელოფანი, გადაიტანეთ ნარევი და გაყინეთ. თუ სილიკონის ფორმას იყენებთ, ცელოფნის ჩაფენა აღარ დაგჭირდებათ - ადვილად გადმოდის.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია მზარეული რეცეპტები, ატამი, jolo, შოკოლადი, ჟოლო, atami, shokoladi, parfe, jholo, პარფე ნანახია: 1498 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]