Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კენკრა ჟელეში - გემრიელი დესერტი, ღუმელის გარეშე / kenkra jheleshi - gemrieli deserti, ghumelis gareshe
2018-03-18, 2:56 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ჟოლო — 250 გ
შავი მოცხარი — 250 გ
წითელი მოცხარი — 250 გ
შაქრის სიროფი — 250 მლ
ჟელატინი (ფირფიტები 11,5х6,5 სმ) — 12 ცალი

მომზადების წესი:
აიღეთ მრგვალი მინის თასი მოცულობით - 2,4 ლ, ჩააფინეთ საკვები ქაღალდი. გარეცხეთ კენკრა და გააშრეთ.
ჯამში ჩადეთ ჟოლო თანაბარ ფენად და შედეთ მაცივარში. დანარჩენი კენკრაც ცალ-ცალკე კონტეინერებში გადაიღეთ და შედეთ მაცივარში.
ჟელატინს დაასხით წყალი და გააჩერეთ 5 წთ. ცალკე თასში შეურიეთ სიროფი 750 მლ წყალს.
ჟელატინიდან გადაღვარეთ
წყალი, დაასხით 150 მლ ცხელი წყალი. ურიეთ, სანამ ბოლომდე არ გაიხსნება. ჩაასხით სიროფიან თასში. აურიეთ.
გაცივებულ ჟოლოს დაასხით ჟელატინის სიროფი. ჟოლო უნდა დაიფაროს. შედეთ მაცივარში 3 სთ. ჟელატინის დარჩენილი მასა სითბოში გააჩერეთ.
როდესაც პირველი ფენა გამაგრდება, დაადეთ ზემოდან შავი და წითელი მოცხარი. დაასხით კვლავ ჟელატინი და გააცივეთ 1,5 სთ. თითოეული ფენა 1,5 სთ გააცივეთ. ასე გაიმეორეთ, სანამ კენკრა არ გამოილევა.
სუფრაზე მიტანამდე, ჯამი თბილ წყალში ჩადეთ, რომ ჟელე კედლებს მოსცილდეს და ადვილად გადმოიღოთ თეფშზე.
მოაცილეთ პერგამენტი.

გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: jhelatini, jhele, mockhari, mocxari, jholo, jele, კენკრა, jelatini, jolo, KENKRA ნანახია: 937 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]