Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

უნაზესი ტორტი შავი მოცხარის ჯემითა და მოხარშული კრემით / unazesi torti shavi mockharis jemita da mokharshuli kremit
2017-12-16, 1:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის:
200 გრამი კარაქი
200 გრამი შაქარი
6 ცალი კვერცხის გული
360 გრამი ფქვილი
1.5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

ბეზესთვის:
6 ცალი კვერცხის ცილა
250 გრამი შაქარი
1 ს/კ სიმინდის სახამებელი

კრემისთვის:
400 მლ. რძე
3 ს/კ შაქარი
2 ცალი კვერცხის გული
1 ს/კ სიმინდის სახამებელი
2 ს/კ ფქვილი
200 გრამი კარაქი

ამის გარდა:
400 გრამი შავი მოცხარი ჯემი
100 გრამი ნუშის ფანტელები

მომზადების წესი:
1. ცილა ათქვიფეთ და საშუალო პორციებად შაქარი ჩაამატეთ. დაუმატეთ სახამებელი და დიდი ხის კოვზით აურიეთ. გადადეთ. კარაქი და შაქარი ერთად ათქვიფეთ. არ შეწვყიტოთ თქვეფა, ისე ჩაამატეთ 6-ვე კვერცხის გული. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მოზილეთ ცომი და ორ ნაწილად გაყავით.

2. ცომის ნაწილები მართკუთა საცხობ ფორმაში გადაიტანეთ (რომელიც პერგამენტის ქაღალდით უნდა იყოს დაფარული). ცომს ზემოდან შავი მოცხრის ჯემი გადაუსვით, შემდეგ ზემოთ მიღებული – ათქვეფილი ცილა და შაქარი – გადაიტანეთ. მორთეთ შვრიის ფანტელით. აცხვეთ 175 გრადუსზე, 25-35 წუთის განმავლობაში.

3. სანამ ფირფიტა ცხვება, კრემი მოამზადეთ: 200 მლ. რძეში ჩაყარეთ შაქარი, შემოდგით ცეცხლზე და ადუღებამდე მიიყვანეთ. ცალკე ჯამში, დარჩენილი 200 მლ. რძეს დაუმატეთ კვერცხის გული, სიმინდის სახამებელი და ფქვილი. კარგად აურიეთ და შემდეგ ადუღებული რძეში ჩაამატეთ. ურიეთ და ამზადეთ იქამდე, სანამ მასა არ შესქელდება. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ.

4. ცალკე კარაქი ათქვიფეთ და კოვზით ამ მოხარშულ მასაში ჩაამატეთ. ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. გამოცხობილ ერთ ფირფიტას კრემი გადაუსვით და მეორე ფირფიტა დააფარეთ (რათა ცილის ნაწილი ნუშის ფანტელით ზემოდან იყოს). შედგით მაცივარში მთელი ღამით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: torti, jemi, tortebi, ნამცხვარი, mokharshuli kremi, mockhari, mocxari, moxarshuli kremi, ტორტები, ტორტი ნანახია: 825 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]