მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
უგემრიელესი ჩინური ტორტი მარწყვისა და ჟოლოსგან — ცხობის გარეშე / ugemrielesi chinuri torti martskvisa da jholosgan — ckhobis gareshe
2018-04-18, 5:19 PM |
შემადგენლობა:
სავოიარდის ბისკვიტები (ტირამისუსთვის) - 1 შეკვრა
მარწყვი
ჟოლო
კარაქი - 50 გ
ვანილი - 1 შეკვრა
სიმინდის სახამებელი - 50 გ
კვერცხის გული - 8 ცალი
შაქარი - 300 გ
რძე - 1 ლ
დასანამი სიროფი:
წყალი - 500 მლ
შაქარი - 150 გ
ლიმონის წვენი - 1/2 ცალი
მომზადების წესი:
დასანამი სიროფის მისაღებად წყალი და შაქარი ავურიოთ და წამოვადუღოთ. დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცოტა კიდევ ვადუღოთ. გავაგრილოთ, დავუმატოთ დაჭყლეტილი ჟოლლოები. და კარგად მოვურიოთ.
ნახევარი შაქარი და რძე ავურიოთ ქვაბში და წამოვადუღოთ. ცაკლე ავურიოთ დარჩენილი შაქარი და კვერცხის გულები. დავუმატოთ ვანილი და სახამებელი. მიღებული მასა ჩავასხათ რძეში და გავაგრძელეთ კრემის ხარშვა გასქელებამდე. გადმოვდგათ ქვაბი, დავუმატოთ კარაქი, კარგად ავურიოთ და გავაგრილოთ მაცივარში. ღრმა ჭურჭელში ჩავალაგოთ დანამული ორცხობილა, წავუსვათ კრემი და დავალაგოთ მარწყვი.
გავიმეოროთ პროცედურა სანამ ჭურჭელი არ შეივსება. თავზე მოვაყაროთ ორცხობილის ნაფშვენები და მოვრთოთ ჟოლოთი და მარწყვით. ტორტი რამდენიმე საათით გავაციოთ მაცივარში და ისე მივირთვათ.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |