Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კენკრისა და რევანდის ნამცხვარი - გემრიელი და განსხვავებული დესერტი / kenkrisa da revandis namckhvari - ganskhvavebuli da gemrieli deserti
2016-03-27, 9:20 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა ფქვილი
85 გრ. კარაქი
2 მწიკვი მარილი
2 ჭიქა დაჭრილი რევანდი
4 ჭიქა კენკრის მიქსი (კენკრა აარჩიეთ სურვილისამებრ)
1 ½ ჭიქა ყავისფერი შაქარი
4 ს.კ სახამებელი
2 ჩ.კ ლიმონის წვენი (ცედრით)
1 ჩ.კ დარიჩინი
½ ჩ.კ ბაჰარი
1 ჩ. კ ვანილის ექსტრაქტი
1 კვერცხი

მომზადების წესი:
1. მოათავსეთ ფქვილი ჯამში. დაუმატეთ კუბებად დაჭრილი კარაქი და მწიკვი მარილი. დაამუშავეთ ინგრედიენტები მანამ, სანამ მიღებული მასა არ იქნება ფხვიერი და არაერთგვაროვანი.
2. ფხვიერ მასას დაუმატეთ ზუსტად იმდენი ცივი წყალი, რამდენიც მას შესაკრავად დასჭირდება. გააკეთეთ ცომისგან შეკრული გუნდა და მოათავსეთ მაცივარში ნახევარი საათით.
3. დასვენების შემდეგ მოასწორეთ და მოათავსეთ ცომის ნახევარი ცხიმწასმულ ტაფაზე, დანარჩენი კი შემოინახეთ.
4. კარგად გადაურიეთ ერთმანეთს რევანდი, კენკრა, შაქარი, სახამებელი, ლიმონი, დარიჩინი, ბაჰარი და მწიკვი მარილი. მოათავსეთ მიღებული შიგთავსი ცომზე.
5. დააფარეთ ნამცხვარს თავზე დარჩენილი ცომი ისე, რომ კარგად ფარავდეს შიგთავსს და კრავდეს დესერტს. მოაშორეთ ზედმეტი ცომი.
6. დაამუშავეთ ნამცხვრის ზედაპირი გათქვეფილი კვერცხით და ოდნავ დაჩვრიტეთ ის.
7. გამოაცხვეთ ნამცხვარი უკვე გახურებულ ღუმელში, 220 გრადუსზე, 15 წუთით. შემდეგ დაუწიეთ ტემპერატურას 190 გრადუსამდე და გააჩერეთ ღუმელში 45 წუთით, ან მანამ სანამ დესერტი მუქი ოქროსფერი არ გახდება.
8. გააცივეთ ნამცხვარი და გემოს სრულყოფილი შეგრძნებისათვის მიირთვით ნაყინთან ერთად.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: კულინარია, მზარეული, mzareuli, kulinaria, რეცეპტები, რევანდა, KENKRA, receptebi, კენკრა, revanda ნანახია: 1494 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]