Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ნამცხვარი რიჟიკა
2013-03-07, 0:00 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
პურის ფქვილი 3 ჭიქა
კვერცხი 6ც.
შაქარი 1,5 ჭიქა
ზეთი 1 ჭიქა
გამაფხვიერებელი 1 პაჩკა
ვანილი გემოვნებით.

კრემი:
სგუშონი 1 ქილა
კარაქი 250გრ.
კაკაო 3 ს/კ.

მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული განვაცალკევოთერთმანეთისგან. ცილა ავთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე (კვერცხის ცილა უნდა გადაიქცეს თეთრ ქაფად), შემდეგ ისე რომ მიქსერი არ გავაჩეროთ ნელ–ნელა ჩავყაროთ შაქარი და ავთქვიფოთ, შემდეგ სათითაოდ ჩავყაროთ კვერცხის გულები და კვლავ ვთქვიფოთ მიქსერით, ბოლოს დავამატოთ ზეთი, გამაფხვიერებელი, ვანილი, ფქვილი და ვურიოთ ხის კოვზით ერთიანი მასის მიღებამდე. მომზადებული ცომი დავასხათ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე და გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში. გამოცხობის შემდეგ გავაცივოთ და დავჭრათ მრგვალად, ნარჩენები დავფხვნათ და გამოვაშროთ აირღუმელში. რგოლებს წავუსვათ მომზადებული კრემი და შევაერთოთ ერთმანეთზე, ამოვავლოთ დაფხვნილ ნარჩენებზე.

კრემის მომზადება:
კარაქი ავთქვიფოთ, დავამატოთ სგუშონი, კაკაო და კვლავ ვთქვიფოთ ერთიანი მასის მიღებამდე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: koxo | ტეგები: კრემი, recefti, რეცეფტები, kulinaria, gurmani, kvercxi, რეცეფტი, მზარეული, კულინარია, გურმანი ნანახია: 3698 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]