Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ზღვის ლეშა ქინძმარის სოუსითა და ისპანახით / zghvis lesha qindzmaris sousita da ispanakhit
2017-12-19, 7:26 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ლეშა
20 გრ. მწვანე ხახვი
1 მწიკვი ქინძი
20 მლ. ძმარი
15 გრ. წითელი წიწაკის კაკლები
1 მწიკვი დაღერღილი წითელი წიწაკა
1 კბილი ნიორი
15 გრ. შაქარი
1 ლიმონი
120 გრ. ისპანახი
15 გრ. ქიშმიში
15 მლ. არაყი

მომზადების წესი:
კერძის მომზადებას ვიწყებთ თევზის ფარფლებისგან გაწმენდით და ფილეების ამოჭრით. ლეშას ცოტა ფხა აქვს, თანაც ყველა დიდი ზომისაა, ამიტომ ამ თევზის დამუშავება საკმაოდ ადვილია.
ძმარს, არაყს, პილპილის კაკლებს, დაფნის ფოთოლს, გასრესილ ნიორს და ლიმონის ცედრას ვათავსებთ ერთ ჭურჭელში - ეს იქნება ჩვენი მარინადი. ქინძს ღეროები მოვაჭრათ (ფოთლები შევინახოთ) და ჩავყაროთ მარინადში, დავამატოთ 50 გრ შაქარი და 10გრ მარილი. მარინადი წამოვადუღოთ და გავაციოთ, რომ არომატები გაიხსნას და გაძლიერდეს.
გაციებულ მარინადში ჩავდოთ თევზის გასუფთავებული ფილეები და გავაჩეროთ 7-8 წუთით. მარინადის სიმჟავე შეამზადებს თევზს მსუბუქი შეწვისთვის.
თევზს მარინადიდან რომ ამოვიღებთ, იგივე მარინადი კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ, ისევ გავაციოთ, შემდეგ ჩავაჭრათ ქინძის ფოთლები, მწვანე ხახვი და ჩავყარით შიგნით ქიშმიშები. მიღებული მასა დავწუროთ საცერში, დავასხათ ტაფაზე და ავადუღოთ. დავამატოთ შაქარი და ვაქციოთ მსუბუქ სიროფად.
თევზი შევწვათ ტაფაზე, ცოტა ზეთში, 1 წუთი ერთ მხარეს, 1 წუთი მეორე მხარეს. ისპანახის მთლიან ფოთლებს მოვაყაროთ გადადებული ქინძი, ხახვი და ქიშმიში, მოვასხათ სიროფი და დავდოთ თეფშზე.
სერვირებისთვის ისპანახზე დავასვენოთ თევზის ფილეები და მივირთვათ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: kulinaria recepti, ქინძმარი, თევზი, lesha, თევზეული, ლეშა, ispanakhi, ispanaxi, qindzmari, ისპანახი ნანახია: 1308 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]