Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლაბა – სხმული "კვერცხი ფაბერჟე" / laba - skhmuli "kverckhi fabeje"
2019-01-31, 3:01 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა
10 ცალი კვერცხის ნაჭუჭი,
ჟელატინი – 20 გრ.,
ქათმის ბულიონი – 1,5-2 ჭიქა,
ლორი – 150-200 გრ.,
დაკონსერვებული სიმინდის მარცვალი ან მწვანე ბარდა – 0,5 ქილა,
ბულგარული წიწაკა – 1-2 ცალი,
ოხრახუში.

მომზადების წესი:
ქათმის სუპის ნაკრებისგან მოვხარშოთ ბულიონი, დავუმატოთ მარილი. ჟელატინი ჩავალბოთ გაციებულ ბულიონში, გავაჩეროთ 1 – 2 საათი გაღვივებამდე. დავდგათ ცეცხლზე, სანამ ჟელატინი მთლიანად არ გადნება (არ უნდა ადუღდეს).

კვერცხი გავრეცხოთ, გავამშრალოთ, ძირი გავუხვრიტოთ დანის წვერით 1,5 – 2 სანტიმეტრამდე. შიგთავსი (ცილა და გული) გამოვადინოთ. ცარიელი კვერცხის ნაჭუჭები გავრეცხოთ საპნიან – სოდიან ხსნარში და გავავლოთ გამდინარე წყალში.

კვერცხის ნაჭუჭთან უფრო მოხერხებულად რომ ვიმუშაოთ ჩავდოთ სპეციალურ კვერცხის ფორმაში. ლორი დავჭრათ ნაჭრებად, მწვანე ბარდა ან სიმინდის მარცვლები გავწუროთ. ბულგარული წიწაკა დავჭრათ კუბებად (უფრო ლამაზი გამოვა თუ წიწაკები სხვადასხვა ფერის იქნება). კვერცხის ნაჭუჭის ფსკერზე დავდოთ ბულგარული წიწაკის ნაჭრები და მწვანილის ფოთლები.

ზემოდან რიგრიგობით მოვათავსოთ ლორი, სიმინდის მარცვლები, წიწაკა, მწვანილის ფოთლები და ამგვარად ამოვავსოთ კვერცხის ნაჭუჭის თავისუფალი სივრცე. დავასხათ ბულიონი – მასში გამდნარი ჟელატინით. კვერცხები დავდგათ გრილ ადგილას და ვაცალოთ შესქელება. სუფრასთან მიტანამდე კვერცხის შიგთავსს მოვაცილოთ ნაჭუჭი და გადმოვიღოთ თეფშზე. “კვერცხი ფწაბერჟე” ასევე შეგვიძლია მოვამზადოთ საქონლის ენისგან ან ქათმის ხორცისგან.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: kaba, simindis marcvlebi, lori, qatmis khorci, mtsvane barda, mzareuli, kvercxi, oxraxushi, qatmis xorci, faberje, mcvane barda, mwvane barda, nachuchi, jelatini, kulinaria, okhrakhushi, qatmis bulioni, vichina, kverckhi ნანახია: 930 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]