Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლეღვის უგემრიელესი ღვეზელი / leghvis ugemrielesi ghvezeli
2017-10-04, 1:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
50 გრ. ცოცხალი საფუარი
100 გრ. რძე ან წყალი
75 გრ. შაქარი
4 კვერცხი
120 გრ. კარაქი
50 მლ. ზეთი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
500 გრ. ფქვილი
გულსართი: ლეღვის მურაბა

მომზადების წესი:
მე ყოველთვის ცოცხალ საფუარს ვიყენებ, ცომი ბევრად უკეთესი გამოდის ხოლმე. თუმცა შეგიძლიათ გამოიყენოთ 15 გრ. მშრალი საფუარი. დაალბეთ თბილ წყალში ან რძეში, დაუმატეთ ერთი ჩ.კ. შაქარი და დატოვეთ 15 წუთი. შემდეგ უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ცომის მოზელვა. ცოცხალი საფუარის გამოყენებისას უნდა ჩააფშხვნათ ჯამში, დაუმატოთ ერთი ს.კ. შაქარი და კარგად მოურიოთ. შემდგომ დაამატოთ თბილი წყალი ან რძე. ოპტიმალური ტემპერატურა - 37-38 ºС. გაცერით დაახლოებით ერთი ჭიქა ფქვილი, კარგად მოურიეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 15-20 წუთით.

სანამ ცომი ამოდის მოამზადეთ დარჩენილი ინგრედიენტები - გაალღვეთ კარაქი, ათქვიფეთ შაქარი და 3 კვერცხი. ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს თბილი. დაუმატეთ ამოსულ ცომში და კარგად გადაზილეთ. შემდგომ, ნელ-ნელა დაამატეთ დარჩენილი ფქვილი. აუცილებლად გაცერით. ბოლო ეტაპზე დაამატეთ დარჩენილი ფქვილი, ზეთი და მარილი. ცომი არ უნდა იყოს წებოვანი ან ძალიან სქელი. მნიშვნელოვანია, რომ მარილი და ზეთი დაუმატოთ ბოლოს, სხვა შემთხვევაში ცომი უფრო რთულად ამოვა. კარგად მოზილეთ ცომი, მოათავსეთ ზეთიან ჯამში, გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ დაახლოებით 15-20 წუთით.

მოათავსეთ პერგამეტი საცხობ ლანგარზე და წაუსვით ცოტაოდენი ზეთი. შეგიძლია ქაღალდის გარეშეც გამოაცხოთ. როდესაც ცომი ამოვა, ამოიღეთ ჯამიდან და დაიწყეთ პატარა ბურთების ფორმირება. მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ერთი ს.კ. ლეღვის ჯემი თითოეული ბურთის გულში და მოუკარით კიდეები. მოათავსეთ ნაკეცით ქვემოთ და დადგით თბილ ადგილას 10-15 წუთით. გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსამდე და შედგით ღვეზელები დაახლოებით 25 წუთით. შემდგომ გამოიღეთ, წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და შედგით კიდევ 507 წუთით 180-200 გრადუსზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: legvis jemi, safuari, gvezeli ghvezeli, leghvi, karaqi, kvercxi kverckhi, leghvis muraba, tskali wyali, legvis muraba, rdze ნანახია: 1111 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]