Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

მოხარშული კრემი - პატისიერი / mokharshuli kremi - patisieri
2018-04-19, 6:16 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
3 კვ. გული
300 მლ რძე
80 გ ყავისფერი შაქარი (თეთრიც შეიძლება)
40 გ სიმინდის სახამებელი (პურის ფქვილითაც შეიძლება ჩაანაცვლოთ)
100 გ კარაქი
ვანილი

მომზადების წესი:
ათქვიფეთ კვერცხის გულები შაქართან (უმჯობესია ყავისფერი) და ვანილთან ერთად.

დაასხით ცხელი რძე, გახსენით ერთმანეთში და შეურიეთ სიმინდის სახამებელი (თუ არ გაქვთ, ჩვეულებრივი გაცრილი პურის ფქვილი)

დადგით დაბალ ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ სანამ არ გასქელდება. ცხელსვე შეურიეთ კარაქის 1/3. დადგით გასაციებლად, თან ხშირად ამოურიეთ. ან გადააკარით ზედვე (კრემს რომ ეხებოდეს ისე) საკონდიტრო ცელოფანი, რომ თავი არ მოუხმეს და დაელოდეთ გაცივებას.

ცივს შეათქვიფეთ დარბილებული კარაქი თანდათანობით. მზა კრემი გააციეთ მაცივარში გამოყენებამდე. თუ ეს ბოლო ეტაპი დაგეზარებათ, შეგიძლიათ კარაქი ერთიანად ცხელსაც ჩაურიოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კრემი ისეთი პრიალა აღარ გამოვა და გემოც ოდნავ სხვანაირია.

კამოიყენეთ კრემი ნებისმიერ ნამცხვარში, რომელსაც მოხარშული კრემი უხდება.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: პატისიერი, კრემი, რძე, kremi, patisieri, კარაქი, მოხარშული კრემი, karaqi, rdze, moxarshuli kremi ნანახია: 1739 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]