Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ვაშლიანი ბლინის 15-წუთიანი რულეტი / vashliani blinis 15-tsutiani ruleti
2014-02-28, 11:07 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
4 ცალი კვერცხი;
5-6 ს/კ შაქარი;
2 ს/კ ზეთი;
1 შეკვრა ვანილი;
150 მლ. რძე;
7 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი;
2 ცალი ვაშლი;
ცოტა შაქრის პუდრა.

მომზადების წესი:
კვერცხი, შაქარი და ვანილი გავთქვიფოთ, შემდეგ დავამატოთ რძე, ზეთი და ფქვილი.

ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. საცხობ ფირფიტაზე დავაფინოთ ქაღალდი და გავაცხელოთ ღუმელში.

2 ცალი ვაშლი გავთალოთ და დავხეხოთ მსხვილ სახეხზე.

ქაღალდაფენილ ცხელ საცხობ ფირფიტას წავუსვათ ცხიმი, მასზე დავასხათ ცომი, მოვაყაროთ დახეხილი ვაშლი და გამოვაცხოთ დაახლოებით 10-12 წუთი.

ღუმელიდან რომ გამოვიღებთ ბლინს, ქაღალდის დახმარებით ცხელივე გადავახვიოთ რულეტივით.

მასალის წყარო: რეცეპტი ანა კოსტავასაგან - კულინარიული ჟურნალი "პირველი კულინარი" / Cooking Magazine "Pirveli Culinary"


 



გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: რეცეპტი, კარგი, kremiani, kremi, karaqi, 5 წუთიანი, kargi kremi, კრემი, pudri, miqseri ნანახია: 3977 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]