Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სადღესასწაულო ხალადეცი (ასპიკი, მუჟუჟი) ბოსტნეულითა და ქათმის გულ-მკერდით / sadghesastscaulo khaladeci (aspiki, mujuji) bostneulita da qatmi
2018-12-14, 2:30 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
350 გრ ქათმის ფილე
1,5 ლ წყალი
2-3 ც სტაფილო
1 ც ხახვი
1 კონა მწვანილი
15 გრ ჟელატინი
5 ც შავი პილპილი
2 დაფნის ფოთოლი
მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის გულ-მკერდი გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. მოხსენით ქაფი, შემდეგ ცეცხლი შეანელეთ.
დაამატეთ მთლიანი გათლილი სტაფილო, მთლიანი ხახვი, ოხრახუშის ძირი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.
ამოიღეთ მზა ბოსტნეული და ხორცი ბულიონიდან, გააცივეთ, ხახვი შეგიძლიათ გადააგდოთ. ბულიონში დაამატეთ ჟელატინი და დატოვეთ 1 საათით. გაწურეთ სითხე.
დაჭერით კუბებად ხორცი და სტაფილო. ფიალების ფსკერზე მოათავსეთ გარეცხილი მწვანილის ტოტები, შემდეგ მეორე ფენად სტაფილო, შემდეგ კი ხორცი. დაასხით ბულიონი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

რჩევა: ხალადეცის ფორმებიდან ამოსაღებად, ჩადგით 15 წამით ფიალა ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში, შემდეგ ფრთხილად გადააბრუნეთ.

ვიმედოვნებთ, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ, სურვილისამებრ შეგიძლიათ გაუზიარეთ მეგობრებს!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikadzamiashvili | ტეგები: kulinaria recepti, ასპიკი, mujuji, xaladec, aspiki, ხალადეცი, მუჟუჟი, khaladeci, khaladec, xaladeci ნანახია: 2403 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]