Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

საქონლის ენა ქიშმიშისა და ნუშის სოუსით / saqonlis ena qishmishisa da nushis sousit
2017-09-22, 11:13 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 საქონლის ენა
60 გრ. ხახვი
120 გრ. სტაფილო
50 გრ. კარაქი
20 მლ. ზეთი
50 გრ. ნუში
40 გრ. ლიმონი
2 დაფნის ფოთოლი
5 შავი პილპილის მარცვალი
30 მლ. კონიაკი
5 გრ. სეზამის მარცვლები
150 მლ. საქონლის ბულიონი
50 გრ. ქიშმიში
2 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
საქონლის ენა გავრეცხოთ. მოვხარშოთ დაფნასთან, მარილთან და პილპილის რამდენიმე მარცვალთან ერთად. შეგვიძლია დარიჩინის ჩხირიც დავამატოთ არომატისთვის. კარგად მოხარშული ენა ამოვიღოთ ქვაბიდან და ცივ, გამდინარე წყალში ჩავდოთ, რომ ტყავი გავაცალოთ მარტავად. გადავდოთ და ვაცადოთ შეგრილება.
წვრილად დავჭრათ ხახვი, ნიორი და სტაფილო. მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე კარაქში, დავამატოთ ოდნავ ზეთი (რომ კარაქი არ დაიწვას). როდესაც ხახვი ოქროსფერი გახდება, დავამატოთ წვრილად დაკეპილი ნუში, ქიშმიში და ლიმონის ცედრა.
დაახლოებით ორ წუთში დავასხათ კონიაკი. ალი თუ ავარდა, არ შეგეშინდეთ, ალკოჰოლი იწვის. ამის შემდეგ დავამატოთ ბულიონი და ცოტა ლიმონის წვენი. სოუსი არ უნდა იყოს ძალიან წვნიანი, რადგან არაერთგვაროვანი მასაა. შევაზავოთ დაღერღილი წითელი წიწაკით და მარილით.
გავფრცქვნათ და დავჭრათ ენა.
დაალაგეთ ნაჭრები დაფაზე ან თეფშზე, მოასხით სოუსი და მოაყარეთ სეზამის მარცვლები. გემრიელად მიირთვით!


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: delikatesi, საქონლის ენა, სოუსი, qishmishi, ნუში, ქიშმიშჳ, saqonli ena, sousi, nushi, დელიკატესი ნანახია: 885 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]