Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ლეღვის უგემრიელესი ტორტი / leghvis ugemrielesi torti
2017-07-28, 7:17 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
440 გრ. ფქვილი
265 გრ. კარაქი
8 კვერცხი
10 გრ. მარილი
245 გრ. დაფქული შაქარი
370 გრ. დაფქული ნუში
155 გრ. შაქარი
45 გრ. ჟელატინის ფირფიტა
100 მლ. ნაღები (33-35%)
150 მლ. რძე
500 გრ. ლეღვის პიურე
180 მლ. ალუბლის ან ყურძნის წვენი
1 ვანილის ჩხირი
10 გრ. დარიჩინის ჩხირი
10 გრ. ანისის ვარსკვლავი
1 ლიმონი
1 ფორთოხალი
50 გრ. მოცვი

მომზადების წესი:
1. ფხვიერი ცომი: გავცრათ 440 გრამი ფქვილი და დავუმატოთ 60 გრამი დაფქული ნუში. 265 გრამი კარაქი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და ჩავყაროთ ფქვილში. ოდნავ გადავზილოთ, ცომი უნდა იყოს ფხვიერი და არა შეკრული. დავუმატოთ 2 კვერცხი, 10 გრამი მარილი და 165 გრამი შაქრის ფხვნილი. ოდნავ მოვზილოთ ცომის გაერთიანებამდე. შევფუთოთ პლასტიკში და დავასვენოთ მაცივარში 2-3 საათით, უკეთესია მთელი ღამით. გავაცხელოთ ღუმელი 150 გრადუსამდე. გავაბრტყელოთ ცომი 2 მმ-მდე, ამოვჭრათ ყალიბით და დავჩხვლიტოთ ჩანგლით. გამოვაცხოთ 20 წუთი. შემდეგ კარგად გავაცივოთ.
2. ნუშის მუსი: ჩავალბოთ 15 გრამი ჟელატინის ფირფიტა ცივ წყალში. ქვაბში მოვათავსოთ 150 მლ. რძე, 30 გრამი დაფქული ნუში, 20 გრამი შაქარი. დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ თითქმის ადუღებამდე. გადმოვდგათ, დავამატოთ გაწურული ჟელატინი, კარგად გავხსნათ და გავაცივოთ 30 გრადუსამდე. კარგად ავთქვიფოთ 100 ნაღები. დელიკატურად შევურიოთ ამოყვანილი ნაღები ნუშის რძეს და დავასხათ გამომცხვარ ფხვიერ ძირს. შევდგათ საყინულეში იქამდე, სანამ ვამზადებთ ბისკვიტს.
3. გავაცხელოთ ღუმელი 190 გრადუსამდე. გავცრათ 280 გრამი დაფქული ნუში და შაქრის ფხვნილი. 6 კვერცხის ცილა შაქართან (ნელნელა ვამატებთ) ავთქვიფოთ და ამოვიყვანოთ მყარი მერინგა (ბეზე). ამოყვანილ ცილას ძალიან ფრთხილად შევურიოთ ნუშის ფქვილი. ბისკვიტის ცომი დავასხათ საცხობ სილიკონზე ან პერგამენტის ქაღალდზე. კარგად გავშალოთ, სიმაღლე უნდა იყოს მაქსიმუმ 1 სმ. გამოვაცხოთ 7-8 წ. გამზადებული ბისკვიტი კარგად გავაცივოთ.
4. ლეღვის ჟელე: ჟელატინი ჩავალბოთ ცივ წყალში. ქვაბში მოვათავსოთ 500გ მწიფე ლეღვის პიურე (ან სხვა სასურველი ხილი), 180 გრ. ყურძნის ან ალუბლის წვენი, 35 გრ. შაქარი, 1 ვანილის ჩხილი ან 5 გრ. ვანილი, 10 გრ. დარიჩინის ჩხირი, 10 გრ. ანისის ვარსკვლავი, 40 გრ. ლიმონი (1 ცალი) 50 გრ. ფორთოხალი (1 ცალი) და 50 გრ. მოცვი მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ. დავაფაროთ თავსახური და 30 წუთით დავასვენოთ. შემდეგ ამოვიღოთ ანისი, დარიჩინი, ვანილის ჩხირი (თუ ვიხმარეთ). გავწუროთ ჟელატინი და დავამატოთ თბილ მასაში,მოვურიოთ სანამ კარგად არ გაიხსნება.
5. ნუშის მუსს ზემოდან დავადოთ ბისკვიტი. ლეღვის ჟელე დავასხათ ბისკვიტს და შევინახოთ მაცივარში მთელი ღამით.

დავჭრათ ცხელი დანით.
გავაფორმოთ ლეღვით და მოცვით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: alubali, ტორტი, yurdzeni, kurdzeni, legvi, leghvi, ალუბალი, ყურძენი, ლეღვი, კულინარია ნანახია: 1315 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]