Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბეზეს რულეტი / bezes ruleti
2014-03-05, 12:37 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
6 კვრცხის ცილა
1,5 ჭიქა შაქარი
1,5 ს.კ. სახამებელი
1 ჩ.კ. ძმარი
მწიკვი ვანილი
მწივი მარილი
200 მლ 33-36%-იანი ნაღები
2-3 ს.კ. შაქრის პუდრი
1 ჭიქა კენკრა
დამატებით - 2 ს.კ. შაქრის პუდრი და 2 ს.კ. შაქარი.

მომზადების წესი:
კვერცხის ცილას დავუმატოთ მწიკვი მარილი და კარგად ავთქვიფოთ. როდესაც ფაფუკ მასას მივიღებთ, ნელ-ნელა დავაყაროთ შაქარი, ვანილი და ვთქვიფოთ, სანამ ბეზეს მყარ მასას არ მივიღებთ. ფრთხილად შევურიოთ სახამებელი და ძმარი. ბეზე მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ მოზრდილ თუნუქის ფურცელზე და 180 გრადუსზე 12-15 წუთი ვაცხოთ. ბეზეს ფენა გადმოვიტანოთ შაქარმოყრილ ტილოზე და მოვაშოროთ ქაღალდი. ასე დავტოვოთ 10 წუთის განმავლობაში. ამასობაში შაქრის პუდრი და ნაღები ერთად ავთქვიფოთ. ბეზეს ფენაზე გადავანაწილოთ კრემი, მოვაყაროთ კენკრა და ფრთხილად გადავახვიოთ. რულეტი 1-2 საათით შევდგათ მაცივარში. სუფრაზე მიტანის წინ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრი.

მასალის წყარო: VinoGe.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, გამოცხობა, ნამცხვრები, როგორ გავაკეთო, ნამცხვარი, როგორ გამოვაცხო, როგორ მოვამზადო, მზარეული რეცეპტები, ტორტები, ტორტი ნანახია: 1515 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]