Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

გემრიელი ვაშლის ნამცხვარი / gemrieli vashlis namckhvari - namcxvari, namcxvrebi, namckhvrebi, kulinaria, mzareuli, receptebi
2014-03-05, 12:33 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 ჭიქა გაცრილი ფქვილი
1 ჩაის კოვზი საცხობი ფხვნილი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი
1/4 ჭიქა დამდნარი კარაქი ან მარგარინი
1/2 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა ყავისფერი შაქარი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1/2 ჭიქა დაჭრილი ვაშლი
1/2 ჭიქა დაქუცმაცებული ნიგოზი
2 სუფრის კოვზი შაქარი
2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი

მომზადების წესი:
1. გააცხელეთ ღუმელი 175C გრადუსამდე(350F). მოაცხეთ ცხიმი 22×22სმ. ზომის საცხობ ლანგარს. თასში ერთმანეთს შეურიეთ გაცრილი ფქვილი, საცხობი ფხვნილი, მარილი და 1/4 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი.

2. დიდი ზომის თასში ხის კოვზით ერთმანეთს შეურიეთ დამდნარი კარაქი, 1/2 ჭიქა თეთრი და ყავისფერი შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ შეურიეთ კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. ჩაუმატეთ ფქვილის მშრალი მასაც და კარგად შეურიეთ. ბოლოს შეურიეთ დაქუცმაცებული ვაშლი და ნიგოზი. მიღებული მასა მალევე მოათავსეთ საცხობ ლანგარზე(გადაანაწილეთ თანაბრად).
ერთმანეთს შეურიეთ დარჩენილი 2 სუფრის კოვზი შაქარი, 2 ჩაის კოვზი დაფქული დარიჩინი და ზევიდან მოაყარეთ ნამცხვარს.

3. აცხვეთ 25-30 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი ნამცხვარი უკან უნდა ამოიბურცოს თითით მსუბუქად ჩაზნექვისას.
აცალეთ გაცივება ფორმაშივე, შემდეგ დაჭერით ოთხკუთხედებად და გემრიელად მიირთვით!

მასალის წყარო: Kulinaria.Ge


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ტორტი, ტორტები, მზარეული რეცეპტები, როგორ მოვამზადო, როგორ გამოვაცხო, ნამცხვარი, როგორ გავაკეთო, ნამცხვრები, გამოცხობა, კულინარია ნანახია: 3437 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]