Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

შოკოლადის ტორტი გარგარის ჯემის გულსართით / shokoladis torti gargaris jemis gulsartit
2014-03-05, 12:46 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის
150 გ მწარე შოკოლადი
6 კერცხი
მწიკვი მარილი
200 გ შაქარი
120 გ დარბილებული კარაქი
მწიკვი ვანილი
130 გ ფქვილი.

გულსართისთვის
200 გ გარგარის ჯემი
ცოტა რძე
შოკოლადი – მინანქრისთვის.

მომზადების წესი:
ცომისთვის განკუთვნილი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ. 26 სმ. დიამეტრის ფორმას ცხიმი წავუსვათ. კვერცხის ცილა და გული გავაცალკევოთ. ცილა და მწიკვი მარილი კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას არ მივიღებთ, დავუმატოთ ნახევარი შაქარი. კარაქი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, ვამატოთ დანარჩენი შაქარი და ვანილი. შევურიოთ კვერცხის გულები, სემდეგ დამდნარი შოკოლადი და ბოლოს – ფქვილი. ფქვილიან მასას შევატქვიფოთ გათქვეფილი ბეზეს მასა, გადავიტანოთ ფორმაში და 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელსი დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ, სანამ ბისკვიტი ნაპირებზე ფორმას არ მოშორდება. მზა ბისკვიტი ცოტა ხნით ღუმელში დავტოვოთ, შემდეგ გამოვიღოთ და ბადეზე გავაგრილოთ. ტორტის ბისკვიტი სიბრტყეზე გავჭრათ და შუაში ჯემი წავუსვათ. შოკოლადი გავადნოთ რძესთან ერთად და მოვასხათ ნამცხვარს.

მასალის წყარო: VinoGe.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, გამოცხობა, ნამცხვრები, როგორ გავაკეთო, ნამცხვარი, როგორ გამოვაცხო, როგორ მოვამზადო, მზარეული რეცეპტები, ტორტები, ტორტი ნანახია: 1479 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]