Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ქოქოსისა და ქლიავის ნამცხვარი / qoqosisa da qliavis namckhvari - namcxvari, namcxvrebi, namckhvrebi, kulinaria, mzareuli, receptebi
2014-03-05, 12:54 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ცომისთვის
180 გ ხაჭო
400-450 გ ფქვილი
120 გ შაქარი
მწიკვი მარილი
3 ს.კ. რძე
6 ს.კ. ზეთი
2 ცალი კვერცხი
1 ს.კ. გამაფხვიერებელი.

გულსართი
3 ს.კ. საფანელი
1 კგ მწიფე ქლიავი
3 ს.კ. შაქარი 0,5 ჩ.კ. დარიჩინით
100 გ ქოქოსის ფანტელი
120 გ გამდნარი კარაქი
2-3 ს.კ. შაქარი
ცოტა ფქვილი.

მომზადების წესი:
ღუმელი 180 გრადუსზე გავახუროთ. ცომის ინგრედიენტებით მოვამზადოთ ცომი და ქაღალდჩაფენილ ფორმაში მოვათავსოთ, გავუკეთოთ გვერდებიც. ზედ გადავანაწილოთ საფანელი, შემდეგ დაჭრილი ქლიავი და მოვაყაროთ დარიჩინიანი შაქარი. შაქარი, კარაქი, ქოქოსის ფანტელები და ფქვილი ავურიოთ ისე, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. თუ ფქვილი დააკლდება - დავამატოთ. ფხვიერი მასა თანაბრად მოვაყაროთ ნამცხვარს და 40-45 წუთის განმავლობაში ვაცხოთ.

მასალის წყარო: VinoGe.Com


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: ტორტი, ტორტები, მზარეული რეცეპტები, როგორ მოვამზადო, როგორ გამოვაცხო, ნამცხვარი, როგორ გავაკეთო, ნამცხვრები, გამოცხობა, კულინარია ნანახია: 1837 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]