მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
წიწილი ალუბლის სოუსით / tsitsili alublis sousit
2017-12-19, 6:43 PM |
შემადგენლობა:
1/2 წიწილი
10 გრ. კარაქი
80 მლ. ზეთი
80 გრ. მოცხარი
გარნირი:
200 გრ. ფორთოხალი
150 მლ. წყალი
100 გრ. შაქარი
სოუსი:
200 მლ. ალუბლის წვენი
20 გრ. კარაქი
20 გრ. ფქვილი
1 მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
გავასუფთაოთ წიწილი. მოვჭრათ ნახევარი. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეთი, მოვათავსოთ დაჭყლეტილი ნიორი და შევწვათ ქათამი. გადმოვიღოთ შემწვარი წიწილი და წავუსვათ კარაქი. ფორთოხლის გარნირი: მოვათავსოთ ჯამში წყალი და შაქარი. წამოვადუღოთ და დაველოდოთ შაქრის გალღვობას. დავჭრათ ფორთოხალი. მოვათავსოთ ტაფაზე და მოვასხათ სიროფი. გადმოვიღოთ ცეცხლიდან როგორც კი ფორთოხალი შერბილდება.
ალუბლის სოუსი: წამოვადუღოთ ალუბლის წვენი. მოვამზადოთ რუ: გავალღვოთ კარაქი დაბალ ცეცხლზე და ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. ვურიოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დავუმატოთ რუ წამოდუღებულ ალუბლის წვენს. დავდგათ დაბალ ცეცლზე და ვადუღოთ სასურველი სისქის კონსისტენციის მიღებამდე. დავუმატოთ მარილი გემოვნებით.
მოვათავსოთ წიწილი სასურველ თეფშზე. გვერდზე დავუდოთ ფორთოხალი და მოვასხათ სოუსი. გასაფორმებლად გამოვიყენოთ წითელი მოცხარი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 0 | |