Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჭარხალი ტყემლით და საიდუმლო ინგრედიენტით - ორიგინალური რეცეპტი! / charkhali tkemlit da saidumlo ingredientit - originaluri recepti!
2018-04-15, 7:44 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქინძი - 1 კონა
მწვანე ხახვი - 1 კონა
ნიორი - 3 კბილი
შინდის ან ალუბლის წვენი - 1 ლ
ტყემლის საწებელი - 1 ლ
ჭარხალი - 1 კგ
პიტნა - გემოვნებით
მარილი და პილპილი
ხმელი სუნელი - 1/2 ჩ.კ

მომზადების წესი:
ჭარხალი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით 3 მმ სისქის და 2 სმ სიგრძის ნაჭრებად. შეურიეთ ერთმანეთს ტყემალი და წვენი, დაამატეთ მწვანილი, სუნელები, წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. შემდეგ ეს სოუსი დაასხით ჭარხალს. გადაიტანეთ ქილაში ან სხვა რაიმე ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში რამდენიმე საათი.
კერძი მზადაა. ის მოსწონს ყველას, მათ გარდა, ვისაც ქინძი არ უყვარს.

*ორიგინალში კერძი მზადდება შინდის წვენით, მაგრამ შეიძლება ჩანაცვლდეს ალუბლის წვენით. სასურველი კონცენტრირებული ნატურალური წვენი გამოიყენოთ (თუნდაც გაყინული ალუბლისგან მოადუღოთ)

** თუ ნაკლებ წვნიანი კერძი გსურთ, სოუსის ინგრედიენტები გაანახევრეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: შინდი, charkhali, tkemali, ალუბალი, ჭარხალი, charxali, shindi, alubali, ტყემალი, სამარხვო ნანახია: 2085 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]