Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ჩახოხბილი ღვინით - კლასიკური რეცეპტი / chakhokhbili ghvinit - klasikuri recepti
2017-08-21, 7:54 AM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
ქათამი ან წიწილა (ნებისმიერი ნაწილი) – 1-1.2 კგ
2-4 ცალი ხახვი
2 ცალი ბულგარული წიწაკა
500 გრამი პომიდორი
2-4 კბილი ნიორი
100 მლ თეთრი ან წითელი მშრალი ღვინო
30 გრამი კარაქი
¼ ჩ/კ ხმელი სუნელი
1 ცალი წითელი მწარე წიწაკა
ერთი შეკვრა ოხრახუში
ერთი შეკვრა ბაზილიკა
მარილი გემოვნება

მომზადების წესი:
1. ქათამი კარგად გარეცხეთ, გაამშრალეთ და ნაჭრებად დაჭერით, ხახვი და ბულგარული წიწაკა – ნახევარრგოლებად, ნიორი და მწვანილი კი – წვრილად. პომიდვრები 30-60 წამით ადუღებულ წყალში ჩააწყვეთ, შემდეგ გაფცქვენით, რბილი ადგილი კი კუბიკებად დაჭერით. წითელ მწარე წიწაკას ამოაცალეთ თესლი და ისიც წვრილად დაჭერით.
2. ქათმის ნაჭრები შეწვით, შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ და ცეცხზლე შემოდგით. სხვა ქვაბში კარაქი გაადნეთ, დაუმატეთ ხახვი და შუშეთ. ამავე ზეთში მოშუშეთ ბულგარული წიწაკაც. მოშუშული ხახვი და ბულგარული წიწაკა ზეთთან ერთად ქათმის ქვაბში მოათავსეთ. დაამატეთ პომიდვრებიც. ჩაასხით ღვინო და საშუალო დონის ცეცხლზე 4-5 წუთის განმავლობაში ამზადეთ.
3. ცეცხლი შეამცირეთ, ქვაბს ხუფი დააფარეთ და თუშეთ 15-20 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ ჩაამატეთ მწვანილი, ნიორი, წითელი წიწაკა, ხმელი სუნელი. კარგად აურიეთ და კვლავ 5-7 წუთი გააჩერეთ. ჩახოხბილს ახალი მწვანილი მოაყარეთ და გასაცივებლად 5-10 წუთის შემდეგ სუფრასთან მიიტანეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: ninamzareuli | ტეგები: ჩახოხბილი, cicila, chaxoxbili, qatami, ქათამი, tsitsila, chakhokhbili, წიწილა, wiwila, ღვინო ნანახია: 1510 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]