მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად |
ქართული სამზარეულო - ქათმის ჩახოხბილი / qartuli samzareulo - qatmis chakhokhbili / qatmis chaxoxbili
2014-04-05, 1:07 PM |
შემადგენლობა:
1 კილოგრამი ქათმის მკერდი
3 მოზრდილი თავი ხახვი
3 მოზრდილი წვნიანი პამიდორი
20 გრამი ქორფა ქინძი
20 გრამი ქორფა ოხრახუში
1 ცხარე მწვანე წიწაკა
50 მილიგრამი ღვინის ძმარი
6 ს/კ ზეთი
4-5 დაფნის ფოთოლი
4 კბილი ნიორი
1 ს/კ წითელი წიწაკა
მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
1. ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი და დაფნის ფურცლები. დაასხით ნახევარი ჭიქა ძმარი და წყალი; ადუღეთ სანამ წყალი და ძმარი არ დაშრება (დროგამოშვებით ურიეთ).
2. წყლის დაშრობის თანავე, დაუმატეთ 6 სუფრის კოვზი ზეთი და დაჭრილი ხახვი და თუშეთ სანამ ხახვი ყავისფერ შეფერილობას არ მიიღებს.
3. გაფრცქვენით პამიდორი და წვრილად დაჭერით; კანი გააცალეთ ნიორს და პამიდორთან ერთად ჩაუმატეთ ხორცს ქვაბში; თუშეთ 7-8 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
4. სულ ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, ქინძი, მწვანე წიწაკა, წითელი წიწაკა და მარილი.
გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!
გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით
სულ კომენტარები: 3 | |
| |