Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბატკნის წვივები სოუსით / batknis tscvivebi sousit
2013-04-20, 4:08 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
6 ცალი ბატკნის წვივი
1 ცალი წიწაკა ჩილე
1 ს/კ ხმელი როზმარინი
1 ს/კ ხმელი თავშავა
2 ს/კ ფქვილი
2 ს/კ ზეითუნის ზეთი
2 კბილი ნიორი
2 ცალი სტაფილო
1 კონა მწვანე ხახვი
2 თავი ჩვეულებრივი ხახვი
2 ს/კ ტომატი
1 ჭიქა მშრალი წითელი ღვინო
2 ჭიქა ხორცის ბულიონი
რეჰანი, კამა, ოხრახუში.

მომზადების წესი:
გამხმარი მწვანილი, წიწაკა ჩილი, მარილი, შავი პილპილი და ფქვილი კარგად აურიეთ. ამოავლეთ მასში ბატკნის წვივები და ზეითუნის ზეთში, მაგრად გახურებულ ტაფაზე შეწვით ყველა მხრიდან შეწითლებამდე. შემდეგ გადმოიღეთ. დანარჩენი ინგრედიენტები წვრილად დაჭერით და იმავე ზეთში შეწვით, რომელშიც ხორცი.

დაუმატეთ ტომატი. დაუმატეთ ბოსტნეულს ღვინო და ბულიონი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ჩააწყვეთ შიგნით ბატკნის წვივები, დაახურეთ თავზე და შედგით ღუმელში. სოუსი უნდა შესქელდეს.

ბოლოს მოაყარეთ ცოცხალი მწვანილი. შეგიძლიათ გარნირთან ერთად მიიტანოთ სუფრაზე.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1549 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]