Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

კარტოფილი მექსიკურად (სამარხვო) / kartofili meqsikurad (samarkhvo)
2013-04-20, 3:52 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
5 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
50 გრ სამარხვო ცხიმი (უმჯობესია კარაქი)
1 ს/კ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი
1/2 ჩ/კ დაფქული მწარე წიწაკა ჩილი
1/2 ჩ/კ გამხმარი თავშავა (ორეგანო)
ცოტაოდენი ძირა და მარილი, გემოვნებით

მომზადების წესი:
კარტოფილი დაჭერით მსხვილად (სასურველია, გაჭრათ ოთხად), ჩაყარეთ გამდნარ კარაქში ისე, რომ კარტოფილის თითოეულ ნაჭერზე თანაბრად გადანაწილდეს ცხიმი. ჩილი, ორეგანო, ძირა, ხახვი და მარილი კარგად აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ კი -კარტოფილში. შედგით ღუმელში და გააჩერეთ მანამ, სანამ კარტოფილი მზად არ იქნება. გამოღების შემდეგ ცოტახანი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში.

შეგიძლიათ ცალკე გააკეთოთ მაიონეზის სოუსი სუნელებით და მიირთვათ მასთან ერთად. ასე მომზადებული კარტოფილი საუკეთესო გარნირია.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 3297 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]