Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ღომის სენდვიჩები / ghomis sendvichebi (kulinaria, mzareuli, receptebi)
2013-04-23, 11:40 AM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
500 გრ სიმინდის ღერღილი
წყალი - საჭიროების მიხედვით
ყველი
კარაქი – შესაწვავად
პამიდვრის მზა სოუსი

მომზადების წესი:
სიმინდის ღერღილი კარგად გავრეცხოთ, ისე, რომ შავი წერტილები აღარ ჰქონდეს. დავასხათ წყალი, რომ დაფაროს და დავდგათ მოსახარშად. მზა ღომი რამე ფორმაში გადავიღოთ და კარგად გავაცივოთ.
გაცივებული ღომი დავჭრათ თანაბარი ზომის კვადრატებად. კვადრატები გავჭრათ სიგანეზე და შუაში ჩავუდოთ ყველის ნაჭრები.
ღომის სენდვიჩები გადავიტანოთ ოდნავ ცხიმიან ტაფაზე ან საცხობ ფურცელზე და რამდენიმე წუთით შევდგათ ღუმელში, რომ ყველი დარბილდეს.

სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია მოვასხათ პამიდვრის სოუსი, ტყემალი, ბაჟე და სხვ.

მასალის წყარო: კულინარიული ჟურნალი "გემრიელი"


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1455 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]