Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

სამარხვო სალათა ოსპითა და სტაფილოთი / samarxvo salata ospita da stafiloti
2013-04-20, 3:45 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
1 ჭიქა გრძელი ბრინჯი
0,5 ჭიქა წითელი ოსპი
2 ცალი სტაფილო
1 კონა მწვანე ხახვი
2 თავი ხახვი
1 კონა კამა
1 ს.კ. პაპრიკა
2-3 ს.კ. მცენარეული ცხიმი
ვაშლის ძმარი, მარილი, წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი:
ოსპი მოხარშეთ და გადაწურეთ. ადუღებულ წყალში ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი, გადაწურეთ, მოიტოვეთ მისი ნახარში. 0,5 ჭიქა ბრინჯის ნახარში ჩაასხით ქვაბში, ჩაუმატეთ მარილი, 1 ს.კ. ცხიმი და როცა ადუღდება, ჩაყარეთ ბრინჯი, ზემოდან დააფარეთ ხელსახოცამოკრული თავსახური და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ, სანამ წყალს ბოლომდე არ დაიშრობს.

სტაფილო მსხვილად გახეხეთ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად 4 წუთის განმავლობაში ცხიმში მოშუშეთ. დაუმატეთ პაპრიკა, დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, წიწაკა და 3-4 წუთი კიდევ შუშეთ. თეფშზე დადეთ ბრინჯი, ზედ მოათავსეთ ოსპი და მოასხით ცოტა ძმარი; შემდეგ კვლავ ბრინჯი, მოშუშული სტაფილო და ძმარი. ბოლო ფენად ისევ ბრინჯი. მორთეთ დაჭრილი კამით.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1590 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]