Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

წვნიანი მდნარი ყველით / tscvniani mdnari kvelit (mzareuli, gurmani, kulinaria, gemrieli receptebi)
2013-04-20, 10:19 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
მდნარი ყველი - 300 გრ
კარტოფილი - 300 გრ
სტაფილო - 70 გრ
კამა - 30 გრ
კვერცხი - 1 ცალი
მანანის ბურღული - 1 ს.კ.
კარაქი - 20 გრ
მარილი გემოვნებით

რჩევა:
როცა წვნიანი მომზადდება, დაუმატეთ კამა და კიდევ 4-5 წუთი ხარშეთ.

მომზადების წესი:
ქვაბში ჩაყარეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. კარგად რომ წამოდუღდება, დაუმატეთ მდნარი ყველი. კოვზით აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ, რომ ყველი გადნეს. დაუმატეთ მსხვილად გახეხილი და ტაფაზე ოდნავ მოშუშული სტაფილო.

სანამ კარტოფილი მოიხარშება, პატარა თასში ან ჯამში მოათავსეთ ერთი კვერცხი, დაუმატეთ სუფრის კოვზი მანანის ბურღული, მარილი და ცოტა ხანს თქვიფეთ.

მერე დააყოვნეთ, რომ მანანის ბურღული ცოტა დაიბეროს. შემდეგ ჩაის კოვზით ნელ-ნელა შეურიეთ ეს ნაზავი სუპს. როცა წვნიანი მომზადდება, დაუმატეთ კამა და კიდევ 4-5 წუთი ხარშეთ.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: კულინარია, მზარეული, გემრიელი რეცეპტები, mzareuli, gurmani, kulinaria, რეცეპტები, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი - See more at: http://kulin ნანახია: 1575 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]