Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ბადრიჯნის სალათა ძმრითა და სანელებლებით / badrijnis salata dzmrita da saneleblebit
2013-04-20, 3:18 PM
www.auf.ge -

შემადგენლობა:
1 კგ ბადრიჯანი
3 თავი ხახვი
4-5 ცალი სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა
2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
2 თავი ნიორი
1 ჩ.კ. კურკუმა
2 ჩ.კ. შაქარი
2 ჩ.კ. პაპრიკა
1 ჩ.კ. წითელი ცხარე წიწაკა
2 ჩ.კ. უცხო სუნელი
0.5 ჩ.კ. დაფქული ხმელი ქინძი
მარილი და ძმარი გემოვნებით
300 მლ ზეთი

მომზადების წესი:
ბადრიჯანი დაჭერით წვრილ ზოლებად, დააყარეთ მარილი და 1 საათი გააჩერეთ. ნიორი დაჭერით მსხვილად, სტაფილო - თხელ რგოლებად, ხახვი - ალყა-ალყა, ბულგარული წიწაკა - მოგრძო წვრილ ნაჭრებად. ბადრიჯანი გაწურეთ, მოათავსეთ ღრმა, სქელძირიან ტაფაზე, შეწვით და თან ურიეთ. შემწვარი ბადრიჯანი ქაფქირით ამოიღეთ და იმავე ცხიმში სანელებლებთან ერთად შეწვით ნიორი და სტაფილო ისე, რომ არ დაიხრუკოს და ფერი არ შეიცვალოს. ბოსტნეული გადაიტანეთ ბადრიჯანთან ერთად, დაუმატეთ ხახვი და ბულგარული წიწაკა. სალათას დაასხით ძმარში გახსნილი სანელებლები.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1918 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]