Lorem ipsum
Class aptent taciti sociosqu ad litora

მთავარი » ფაილები » რეცეპტები ქართულად

ფენოვანი კუბები ორაგულით / fenovani kubebi oragulit
2013-04-20, 4:02 PM
www.auf.ge -


შემადგენლობა:
250 გრ ფენოვანი ცომი
1/3 ჩ.ჭ. ბრინჯი
250 გრ ორაგულის ფილე
2 ცალი კვერცხი
60 გრ ქამა სოკო
1 ცალი ხახვი
მარილი, შავი პილპილი, ზეთი.

მომზადების წესი:
ბრინჯი და კვერცხი მოხარშეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და მოთუშეთ ზეთში. სოკო წამოადუღეთ, წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ხახვს, ისიც ცოტა მოხრაკეთ. შემდეგ აურიეთ ბრინჯი, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი. ორაგულის ფილე დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოხარშული კვერცხი კი – მრგვალად.

ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, დაჭერით ოთხკუთხედ ნაჭრებად, გააბრტყელეთ კარგად. თითოეულ ნაჭერზე მოათავსეთ ბრინჯის, ხახვის და სოკოს ნაზავი, შემდეგ ორაგულის თხელი ნაჭერი, შემდეგ მრგვლად დაჭრილი კვერცხი. ცომი კარგად შეაწებეთ, ისე, რომ ოთხკუთხედი ნაჭრები გამოვიდეს, ისე, როგორც სურათზეა. თითოეულ ნაჭერს ზევიდან გადაუსვით გათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ გახურებულ ღუმელში.


გამოხატეთ თქვენი გემოვნება —
დააკომენტარეთ მოცემული რეცეპტი!



გაეცანით მსგავს მასალებს ტეგების მიხედვით



კატეგორია: რეცეპტები ქართულად | დაამატა: InterestingSite | ტეგები: მზარეული, კულინარია, გემრიელი რეცეპტები, gurmani, mzareuli, რეცეპტები, kulinaria, gemrieli receptebi, receptebi, გურმანი ნანახია: 1453 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]